სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ეროვნული საქმე

AutoSharing Option
ჰოლანდიაში ციგურებით სირბილი დიდი ხანია ეროვნულ ტრადიციად იქცა. უფრო მეტიც, მხოლოდ ფეხბურთელებს ცნობენ ჰოლანდიურ ქუჩებში უფრო ხშირად, ვიდრე მოციგურავეებს, ამიტომაც არაფერია გასაკვირი, რომ სოჭში ნიდერლანდების მეფე ჩავიდა.

მისი ვიზიტი მხოლოდ ერთ მიზანს - გრძელ დისტანციებზე აბსოლუტური ფავორიტის სვენ კრამერის გულშემატკივრობას უკავშირდებოდა.

მეფის ვიზიტი ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან ჰოლანდიელმა მამაკაცებმა ყველაფერი გააკეთეს მონარქისა და უბრალო გულშემატკივრების გასახარად. გმირი, რა თქმა უნდა, კრამერი იყო, რომელმაც კარიერაში მეორედ დაამყარა ოლიმპიური რეკორდი 5000 მეტრზე.

უფრო მეტიც, კრამერთან ერთად პოდიუმზე ავიდნენ მისი თანამემამულეები - იან ბლოკჰოიზენი
და იორიტ ბერგსმა, რომლებმაც ვერცხლისთვის და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კონკურენტები ახლოს არ მიუშვეს, მაგრამ ვერც თავად შეძლეს კრამერთან მეტოქეობა. ხელი მოეცარათ რუსებს, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ ივან სკობრევზე, მაგრამ მან მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.

სვენ კრამერი
დაიბადა: 23 აპრილი, 1986
სიმაღლე: 1.85 მ
წონა: 80 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ვანკუვერი 2010, 5000 მ
ოქრო სოჭი 2014, 5000 მ
ვერცხლი ტურინი 2006, 5000 მ
ბრინჯაო ტურინი 2006, გამოდევნება
ბრინჯაო ვანკუვერი 2010, გამოდევნება
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 6-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2007, 2008, 2009, 2010, 2012, 2013), 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში, 2-გზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ექვსგზის აბსოლუტური ჩემპიონი (2007, 2008, 2009, 2010, 2012, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული