სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჰოლანდიას ორიდან ორი აქვს

AutoSharing Option
მეორე დღეს, კრამერისგან ესტაფეტა ჰოლანდიური სპორტის კიდევ ერთმა ლეგენდამ ირენ ვიუსტმა გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ 3000 მეტრზე გუშინდელი სტარტის წინ მარტინა საბლიკოვასა და კლაუდია პეხშტაინის დუელს ელოდნენ, გამარჯვება მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონმა მოიპოვა, თანაც, ძალიან დამაჯერებლად.

ჰოლანდიელმა სპორტსმენმა გაიმეორა 2006 წლის ტურინის ოლიმპიადის შედეგი, როცა ამ დისტანციაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ოთხი წლის შემდეგ, ვანკუვერში ვიუსტს ტიტული წაართვა ჩეხმა საბლიკოვამ, რომელიც გუშინ, ვერცხლის მედალს დასჯერდა. რაც შეეხება ტიტულოვან და გამოცდილ პეხშტაინს, რომელიც 2009 წლის დოპინგ-სკანდალის შემდეგ დაბრუნდა და თავის მეხუთე ოლიმპიადაზე გამოდის,
მან ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა და შეჯიბრი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

საპრიზო სამეული შეავსო რუსმა ოლგა გრაფმა, რომელსაც სტარტის წინ ექსპერტები ფავორიტად არ განიხილავდნენ. აღვნიშნავთ, რომ ეს მედალი პირველი იყო რუსეთის ოლიმპიური გუნდისთვის სოჭში.

ირენ ვიუსტი
დაიბადა: 1 აპრილი, 1986
სიმაღლე: 1.68 მ
წონა: 63 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ტურინი 2006, 3000 მ
ოქრო ვანკუვერი 2010, 1500 მ
ოქრო სოჭი 2014, 3000 მ
ბრინჯაო ტურინი 2006, 1500 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 4-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2007, 2011, 2012, 2013), ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში, 8-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; ევროპის 3-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2008, 2013, 2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული