9 თებერვალს "ნარინჯისფერთა" ტრიუმფალური გამოსვლა მამაკაცთა სპრინტში გაგრძელდა. ცნობილია, რომ 500 მეტრ დისტანციაზე გამარჯვებული ორი ცდის ჯამში ვლინდება. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ მოკლე დისტანციებზე, ტრადიციულად, ძლიერები აზიელები არიან, მაგრამ 9 თებერვალს გაირკვა, რომ სოჭის ყინული მათ ნაკლებად აწყობთ. ტრეკი მეტად მძიმე და არც ისე სწრაფი აღმოჩნ
ამ ფაქტორმა კი ჰოლანდიის ნაკრებს დიდი უპირატესობა მოუტანა. ისინი ყველაზე კარგად მოერგნენ სოჭის ყინულს. ამაზე ლაპარაკობს არა მხოლოდ წინა დღეების ტრიუმფატორების - ირენ ვიუსტისა და სვენ კრამერის დომინირება, არამედ 500 მეტრზე გუშინდელი მთლიანად ნარინჯისფერი პოდიუმი.
ორი ცდის ჯამში, ერთი მეასედი წამით აჯობა სახელგანთქმულმა მიხელ მიულდერმა თანამემამულე იან სმეკენსს, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მიხელის ძმამ - რონალდმა. კორეელები და იაპონელები მეოთხე-მეექვსე ადგილებზე შემჭიდროვდნენ, თუმცა მედლებისთვის ბრძოლაში ჩართვა ვერ შეძლეს.
ასე რომ, ჰოლანდია რჩება აბსოლუტურ დომინანტად სოჭში ციგურებით სირბილის პროგრამაში.
მიხელ მიულდერი
დაიბადა: 27 თებერვალი, 1986
სიმაღლე: 1.84 მ
წონა: 82 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 500 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი სპრინტში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"