სოჭი 2014: შორტ-ტრეკი - ნატურალიზებული ბრინჯაო

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე შორტ-ტრეკში მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებს შორის 1500 მეტრზე თამაშდებოდა. ამ სტარტს დიდი იმედით ელოდნენ რუსი გულშემატკივრები, რადგან ამ ქვეყნის ნაკრებში გამოდიოდა ტურნირის ოლიმპიური ჩემპიონი, ნატურალიზებული ვიქტორ ანი. მართალია, ის დიდი გაჭირვებით გავიდა ფინალში, მაგრამ დარბაზის 95 პროცენტი მაინც მხურვალედ უჭერდა მხარს.

ანის მთავარი კონკურენტები ჩინელი მორბენლები იყვნენ, აგრეთვე - კანადელი შარლ ჰამელენი. მათაც არანაკლები განწყობა ჰქონდათ.

ფინალში ყველაზე სწორი ტაქტიკა ჰამელენმა აირჩია. კანადელი დისტანციის პირველ მესამედში ჩაუდგა სათავეში გარბენს, ტემპს კარნახობდა მეტოქეებს და წინ არავის უშვებდა. როცა ფინიშამდე
სამი წრე რჩებოდა, ჰამელენის კონკურენტებმა ტემპს მოუმატეს, მაგრამ ჩრდილოამერიკელი ამისთვისაც მზად აღმოჩნდა. ერთი წრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მედლებს ჰამელენი, ჩინელი ტიანიუ ჰანი და ანი გაითამაშებდნენ. დანარჩენები ჩამორჩნენ ამ სამეულს.

ჰამელენს ვირაჟებისას შეცდომა არ დაუშვია და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ამით მან ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ანი და ჰანი ერთად მივიდნენ ფინიშთან, თუმცა ფოტოფინიშმა ვერცხლის მედალი ჩინელს მიაკუთვნა. და მაინც, რუსი გულშემატკივარი კმაყოფილი იყო, რადგან ვიქტორ ანმა ამოცანა-მინიმუმი შეასრულა.

შარლ ჰამელენი
დაიბადა: 14 აპრილი, 1984
სიმაღლე: 1.75 მ
წონა: 70 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, 500 მ
ოქრო - ვანკუვერი 2010, ესტაფეტა
ოქრო - სოჭი 2014, 1500 მ
ვერცხლი - ტურინი 2006, ესტაფეტა
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი, 10-გზის ვერცხლის პრიზიორი, 8-გზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული