სოჭი 2014: ფრისტაილი - თითქმის კანადური პოდიუმი

AutoSharing Option
კანადელი ფრისტაილისტები დომინირებდნენ 10 თებერვალს მამაკაცთა მოგულის ფინალში. მათ დამაჯერებლად გაიარეს ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი და სამნი გავიდნენ ფინალში, გზად კი მხოლოდ ფილიპ მარკისი დაკარგეს.

ალექს ბილოდომ მოგულის ტრასა მაქსიმალურად სწრაფად გაიარა და იდეალურად შეასრულა ორი ურთულესი ნახტომი, რაც ბრწყინვალე შედეგში აისახა - 26.31 ქულა. ასე გახდა მონრეალელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

მიკაელ კინგსბერიმ კი, ერთ-ერთ მოსახვევში მცირე შეცდომის მიუხედავად, ილეთების სირთულის წყალობით მაღალი ქულა მიიღო და მეორე ადგილი დაიბევა. 10 თებერვალს პოდიუმი შეიძლებოდა მთლიანად კანადური ყოფილიყო, მაგრამ 21 წლის განიონი ზედმეტად
ფრთხილობდა, თან ხტომების სირთულის კოეფიციენტიც დაბალი ჰქონდა. ამან მას ბრინჯაოს მედალი დააკარგვინა და ეს ჯილდო რუს სმიშლიაევს ერგო, რომელმაც თავისი პროგრამა "სუფთად" შეასრულა.

მოგული. კაცები
1. ალექს ბილოდო (კან) 26.31
2. მიკაელ კინგსბერი (კან) 24.71
3. ალექსანდრ სმიშლიაევი (რუს) 24.34

ალექს ბილოდო
დაიბადა: 8 სექტემბერი, 1987
სიმაღლე: 1.73 მ
წონა: 76 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, მოგული
ოქრო - სოჭი 2014, მოგული
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის 3-გზის ჩემპიონი (2009, 2011, 2013), 2-გზის მეორე პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული