სოჭი 2014: თხილამურებით რბოლა. სპრინტი - დაცემული ნორვეგიელი, ჩემპიონი ნორვეგიელი

AutoSharing Option
მედლების ორი კომპლექტი თამაშდებოდა ინდივიდუალურ სპრინტში, სადაც ქალები და მამაკაცები თავისუფალი სტილით ასპარეზობდნენ.

ქალებს შორის ყურადღება მიპყრობილი იყო ნორვეგიელი მარიტ ბიორგენისა და ამერიკელი კიკან რენდალის მისამართით, თუმცა ისინი ფინალში ვერ ვიხილეთ. ბიორგენი ნახევარფინალში ფინიშთან ახლოს წაიქცა და მისი გამოსვლა აქ დასრულდა. რაც შეეხება გუნდურ სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონ რენდალს, მან მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა. გარდა ამისა, ნახევარფინალში დაასრულა მედლებისთვის ბრძოლა მსოფლიოს თასზე სპრინტის ჩათვლის ლიდერმა დენიზ ჰერმანმა.

მიუხედავად ამისა, ქალთა ფინალი მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა. საკვალიფიკაციო ეტაპების დროს მაიკენ კასპერსენ ფალას
ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი სუპერფორმა. მართალია, გადამწყვეტ გარბენში ნორვეგიელს ინგვილდ ფლიუგსტად ესტბერგი და ვესნა ფაბიანი ავიწროებდნენ, მაგრამ ფალამ დიდი უპირატესობით შეძლო კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მოგება. ვერცხლისთვის ბრძოლაში ფალას თანამემამულემ, ესტბერგმა მოიგო - მან ორი მეასედით აჯობა სლოვენიელს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ასტრიდ იაკობსენის ღირსეული გამოსვლა. ამ ნორვეგიელმა სოჭში ყოფნისას შეიტყო, რომ მისმა ძმამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, მან იპოვა საკუთარ თავში ძალა არა მარტო ფინალში გასულიყო, არამედ იქ მეოთხე ადგილი დაეკავებინა.

მაიკენ კასპერსენ ფალა
დაიბადა: 13 აგვისტო, 1990
სიმაღლე: 1.61 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2011, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული