11 თებერვალს მის ტრიუმფში ეჭვი არავის ეპარებოდა, მით უმეტეს, რომ შონმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი და, ალბათ, გონებაში მესამე ოლიმპიური ოქრო უტრიალებდა.
მაგრამ უაიტმა თავად მოიგონა პრობლემები. მან, უბრალოდ, ჩააგდო პირველი ცდა, როცა 40 ქულაც ვერ დააგროვა. ლიდერი კი გახდა 15 წლის იაპონელი აიუმუ ჰირანო, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა თავისი პროგრამა. რა თქმა
აქ კი გაიბრწყინა შვეიცარიელმა იური პოდლადჩიკოვმა, როცა 1440-გრადუსიანი ბრუნით დაუჯერებელი ილეთი შეასრულა, თანაც, ძალიან სუფთად. ამ გამოსვლისთვის მან 94.75 ქულა მიიღო და აიძულა კონკურენტები, რისკზე წასულიყვნენ.
და მათ გარისკეს! აიუმუ ჰირანომ და ტაკუ ჰირაოკამ ბრწყინვალედ შეასრულეს მეორე ცდა და გაიმყარეს პოზიციები უძლიერესთა სამეულში. უფრო მეტიც - იაპონელებმა და შვეიცარიელმა კუთხეში მიიმწყვდიეს უაიტი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, მაქსიმალურად რთული პროგრამით გამოსულიყო.
შონი ყველაფერს ძალიან ლამაზად აკეთებდა, მაგრამ ერთ-ერთი ილეთის შემდეგ დაშვებისას შეცდომამ ამერიკელის ყველანაირ იმედს ხაზი გადაუსვა. უაიტი ყველაფერს კარგად მიხვდა და მეორე ცდის დასრულებისთანავე მიულოცა ჩემპიონობა პოდლადჩიკოვს. ლეგენდამ ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.
იური პოდლადჩიკოვი
დაიბადა: 13 სექტემბერი, 1988
სიმაღლე: 1.80 მ
წონა: 82 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, ჰაფპაიპი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა (2013) და ვერცხლის პრიზიორი (2011); Winter X Games-ის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (2010, 2012).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"