სოჭი 2014: სათხილამურო ორჭიდი - ფავორიტის იოლი ოქრო

AutoSharing Option
გუშინ, სოჭის ოლიმპიადაზე ბრძოლაში ჩაებნენ ორჭიდელები. ბოლო წლებში, სპორტის ამ სახეობაში დომინირებს ერიკ ფრენცელი. ოქროსთვის ბრძოლაში მას ორი გამოცდილი კონკურენტი ჰყავდა: გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის გუნდის მედროშე ჯეისონ ლამი-შაპუი და ნორვეგიელი მაგნუს მოანი. კიდევ რამდენიმე სპორტსმენს უწინასწარმეტყველებდნენ პოდიუმზე ასვლას.

ფრენცელის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ტრამპლინიდან ხტომის ნაწილი მოიგო და სათხილამურო რბოლაში პირველი წავიდა დისტანციაზე. თუმცა მისი უპირატესობა დიდი არ იყო და ყველა ლაპარაკობდა გერმანელსა და მოანს შორის მოსალოდნელ დუელზე - სტარტზე მათ შორის სხვაობა 41 წამი იყო.

თითქმის პირველი მეტრებიდან ფრენცელს შესანიშნავი კომპანიონი ჰყავდა იაპონელი აკიტო ვატაბეს სახით, რაც შეეხება მოანს, მას მარტო მოუწია მდევართა დიდი ჯგუფის "თრევა" და ამან, სახელოვან ნორვეგიელს დიდი ძალა გამოაცალა. თან მის მუშაობას ხელს უშლიდნენ გერმანელი მოთხილამურეები.

ბოლო აღმართზე, სადაც მოსალოდნელი იყო ფრენცელის შეტევა, წინ მოულოდნელად ვატაბე გავიდა, მაგრამ დიდი მანძილით გერმანელს ვერ დაშორდა. თავის მხრივ, ფინიშზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა უპრობლემოდ შეძლო იაპონელის ჩამოტოვება. ასე რომ, ფრენცელი გახდა სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტთაგანი, ვინც სრულად და ულაპარაკოდ დაადასტურა ეს სტატუსი. ვატაბე მეორეზე გავიდა, ნორვეგიელი მაგნუს კროგი - მესამეზე.

ერიკ ფრენცელი
დაიბადა: 21 მაისი, 1988
სიმაღლე: 1.74 მ.
წონა: 57 კგ.
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, K-95+ 10 კმ
ბრინჯაო ვანკუვერი 2010, 4x5 კმ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი, 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2013); 7 მოგება და 14 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული