მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებს ამგვარ პროგნოზზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. 32 წლის შტეფან გროოტჰუისს
რაც შეეხებათ სხვა ფავორიტებს, მათ სრული ფიასკო განიცადეს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ყაზახი დენის კუზინი, რომელიც ბოლო გარბოდა დისტანციაზე, მეშვიდე შედეგით დაკმაყოფილდა. ყაზახის შემდეგ მოდიოდა ლეგენდარული შანი დევისი, რომლის წარმატებული კარიერა, როგორც ჩანს, ბოლოსკენ მიდის, თუმცა ამერიკელი აუცილებლად გაიბრძოლებს 1500 მეტრზე. კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა ტჰე-ბომ მო - ვანკუვერის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ელოდნენ, რომ 24 წლის კორეელი, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხებდა ასაკში შესულ დევისს და ოქროს აიღებდა, მაგრამ მასაც ფიასკოს ელოდა.
ასე რომ, მამაკაცებს შორის ციგურებით სირბილში უკვე მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა და ჰოლანდიის ნაკრებს ცხრიდან რვა (!) მედალი აქვს აღებული. წინ კიდევ 1500, 10000 მეტრი და გუნდური გამოდევნებაა.
სტეფან გროოტჰუისი
დაიბადა: 23 ნოემბერი, 1981
სიმაღლე: 1.81 მ
წონა: 82 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, 1000 მ
სხვა ტიტულები
სპრინტში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (2012), მსოფლიოს ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში (2012), ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"