სოჭი 2014: ჰოკეი - დიდი მატჩი შვედეთმა მოიგო

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე ყველაზე საინტერესო დაიწყო - ჰოკეის ტურნირი მამაკაცებს შორის. პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს C ჯგუფის ბინადრებმა და პირველივე დღეს ცენტრალური შეხვედრა ვნახეთ - შვედეთი ჩეხეთის წინააღმდეგ.

ამ მატჩის ორ ნაწილად გაყოფა შეიძლება. თავიდან, პერიოდნახევარი ყინულზე შვედეთი დომინირებდა და პირველ ორ პერიოდში ორ-ორი შაიბა გაიტანა. ჩეხები ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ დაცვაში, ხოლო მათი მეკარის, კოვარჟის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

მესამე გაშვებული შაიბის შემდეგ მან კარის დაცვა სალაკს გადაულოცა, მაგრამ სამი წუთის თავზე ამ გოლკიპერსაც მოუწია კაპიტულირება ერის კარლსონის ძლიერი დარტყმის
შემდეგ. ანგარიში გახდა 4:0 "ტრე კრუნურის" სასარგებლოდ. როგორც ჩანს, შვედებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ინიციატივა მეტოქეს გადააბარეს. ჩეხების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დროზე მოვიდნენ გონს, გაცილებით აგრესიულად ათამაშდნენ და მეორე პერიოდშივე, ორი წუთის ინტერვალით ორი შაიბა გაიტანეს.

მესამე პერიოდში შვედებს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდათ, რადგან მათ რიგებში ბევრი იყო გაძევება. საბოლოოდ, ჩეხებმა დარტყმების რაოდენობით აჯობეს მეტოქეს, მაგრამ მესამე პერიოდში ჰენრიკ ლუნდკვისტის კარი ვერ აიღეს და 2:4 დამარცხდნენ.

* * *
რაც შეეხება 12 თებერვლის დღის მეორე მატჩს, შვეიცარია 59 წუთისა და 52 წამის განმავლობაში ვერ ახერხებდა ლატვიის ნაკრების გოლკიპერის, ედგარას მასალსკისის კარის აღებას, მაგრამ სირენამდე რვა წამით ადრე, მოზერის ზუსტი დარტყმით აიცილა თავიდან ოვერტაიმის თამაში.

კაცები. C ჯგუფი. I ტური
ჩეხეთი-შვედეთი 2:4
0:2, 2:2, 0:0
გოლები: 0:1 ალფრედსონი-1 (ეკმან-ლარსონი-1, სტინი-1), 0:2 ბერგლუნდი-1 (ეკმან-ლარსონი-1, ლუნდკვისტი-1), 0:3 ზეტერბერგი-1, 0:4 ე. კარლსონი-1 (დ. სედინი-1, ბექსტრიომი-1), 1:4 ჟიდლიცკი-1 (ელიაში-1, ზ. მიხალეკი-1), 2:4 იაგრი-1.

ლატვია-შვეიცარია 0:1
0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 მოზერი-1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული