საუდის არაბეთი გამოვიდა წინადადებით - ჩატარდეს ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მიიღებენ მონაწილეობას.
ეს ქვეყანა ბაჰრეინთან ერთად აპირებს განაცხადის შეტანას. გეგმის მიხედვით, ბაჰრეინში უნდა გაიმართოს თამაშები, რომელშიც მხოლოდ ქალები გამოვლენ.
იტყობინებიან, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ ბახმა შეუძლებელი უწოდა ასეთი განაცხადის მიღებას.
2012 წლამდე საუდის არაბეთიდან ოლიმპიადებზე მხოლოდ მამაკაცები გამოდიოდნენ, რადგან ქვეყნის კანონების მიხედვით, ქალებს არ შეეძლოთ თამაშებში მონაწილეობა.
ლონდონის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ზეწოლა ჰქონდა ქვეყანაზე, რომლის შედეგად, პირველად საუდის
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"