გაერთიანებული ერების 70-ე ასამბლეამ მოიწონა 2016 წლის ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში ოლიმპიური შერიგების შესახებ რეზოლუცია. ამ დოკუმენტს გაერთიანებული ერების წევრი 193 ქვეყნიდან 180-მა დაუჭირა მხარი.
სხდომაზე გამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი, რომელმაც აღუთქვა ყველას, რომ რიოს ოლიმპიადაზე მიიწვევენ უმაღლესი დონის ყველა ლტოლვილ სპორტსმენს.
"დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ასეთი სპორტსმენი ვერ შეძლებს ოლიმპიადაზე მონაწილეობას, თუნდაც ის უმაღლესი კვალიფიკაციისა იყოს. საქმე ისაა, ლტოლვილის სტატუსის მიხედვით, ისინი სამშობლოს გარეშე, შესაბამისად კი,
ეროვნული გუნდისა და დროშის გარეშე დარჩენილი ეს სპორტსმენები თამაშებზე ოლიმპიური დროშისა და ჰიმნის ქვეშ გამოვლენ. ისინი სხვა 11 ათას სპორტსმენთან ერთად იცხოვრებენ ოლიმპიურ სოფელში. ეს იქნება ყველა ლტოლვილისთვის იმედის სიმბოლო", - განაცხადა ბახმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"