ოლიმპიზმი: სოკ-ის პირობა რუსეთს

AutoSharing Option
რუსეთმა უნდა ითანამშრომლოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რათა ამ ქვეყნის ათლეტებმა შეძლონ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლა.

ამის შესახებ, სააგენტო "როიტერს" განუცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ ბახმა.

"ვფიქრობ, რუსეთი ითანაშმრომლებს იმისთვის, რომ პროგრესს მიაღწიოს და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ქვეყნის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია შეესაბამება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წესებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ რუსი მძლეოსნები დავუშვათ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა ბახმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც დაადანაშაულა რუსეთი ანტისადოპინგო წესების
მრავალრიცხოვან დარღვევაში და რეკომენდაცია მისცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას - მოკვეთოს რუსი მძლეოსნები საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის, 2016 წლის ზაფხულის თამაშებიდან.

მოგვიანებით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ფედერაციას ერთი კვირა მისცა იმისთვის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებებს უპასუხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული