მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს მთავარი ამოცანებია - ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზაცია და ჩატარება, 2019 წლის უნივერსიადა კრასნოიარსკში და ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩები სანკტ-პეტერბურგში. ასევე, რუსეთი განიხილავს 2023 წლის ევრობასკეტის მიღების შესაძლებლობას.
2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელს 2017 წლის ზაფხულში აირჩევენ. ჯერჯერობით მხოლოდ სამი პრეტენდენტი არსებობს: რომი (იტალია), ჰამბურგი (გერმანია) და ბოსტონი (აშშ).