"ჩვენი მიზანია - გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას და რეალობას ფხიზელი გონებით შევხედოთ. იმედი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და საერთაშორისო ფედერაციებთან კონკრეტული თანამშრომლობაა. ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთს არ შეეხო, არამედ ათეულობით სხვა ქვეყანას. დღეს უკვე 120 სპორტსმენს დაუმტკიცეს მელდონიუმის მიღება, აქედან 27 რუსი სპორტსმენია. ვფიქრობ, ეს სია გაიზრდება", - აღნიშნა მუტკომ.
* * *
ამასობაში, ბრიტანულმა გაზეთმა "თაიმსმა" საკუთარი გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა რუს მოცურავეების მიერ აკრძალული პრეპარატების სისტემატიური
ინგლისელი ჟურნალისტების აზრით, სადოპინგო კანონმდებლობის დარღვევა უკავშირდება სპორტული ექიმის სერგეი პორტუგალოვის სახელს. ადრე, ეს სპეციალისტი ფიგურირებდა რუსი მძლეოსნების გარშემო ატეხილ სკანდალში. დღეს, რუს მძლეოსნებს აკრძალული აქვთ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა.
"თაიმსი" აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, რუსმა მოცურავეებმა 40 დადებითი სინჯი ჩააბარეს და ეს "რეკორდია მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის".
გაზეთის მიერ ჩატარებული კვლევები გაგზავნილია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში, რომელმაც გამოაცხადა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება, რუსი მოცურავეების მიმართ სანქციები იქნება გამოტანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"