ბაქო 2015: საზარელი კადრები - ავტობუსმა ავსტრიელ სპორტსმენებს გადაუარა [+16 VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში, ევროპის თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის წინ უბედური შემთხვევა მოხდა - აზერბაიჯანის დედაქალაქში ფეხით მიმავალ ავსტრიელ სპორტსმენთა ჯგუფში ავტობუსი შევარდა, რომლის მძღოლმაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განსაკუთრებით სამი გოგონა დაზარალდა - ლუნა პაიერს, ვერენა ბრეიტსა და ვანესა საჰინოვიჩს ავტობუსმა ზედ გადაუარა. ისინი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვანესა საჰინოვიჩია, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ის სამკურნალოდ ავსტრიაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პირველი ევროპული თამაშები,
თბილისის დროით 20:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება. ცერემონია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. ევროპულ თამაშებში, რომელშიც 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი გამოვა, მონაწილეობას საქართველოს 105 წარმომადგენელი მიიღებს. ისინი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
საჭე ვერ დაიმორჩილა კი არა თითქოს განძრახ დაეჯახაო :( საცოდავები
fanat
20:55 12-06-2015
0

სიახლეები პოპულარული