რა თანხა დაუჯდა ბაქოს ევროპული თამაშების სამზადისი და გახსნის ცერემონია

AutoSharing Option
ბაქოში, ევროპული თამაშებისთვის მომზადება და მისი გახსნის ცერემონია აზერბაიჯანს დაახლოებით 100 მილიონი მანათი (თითქმის 100 მლნ აშშ დოლარი) დაუჯდა. ამის შესახებ ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აზად რაჰიმოვმა განაცხადა.


"თამაშებისთვის ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაობსა და გახსნის ცერემონიაზე დანახარჯმა 100 მლნ მანათს გადააჭარბა. კონტრაქტებით გათვალისწინებული თახნის ნაწილი ჯერაც გადასახდელია და შესაბამისად, საბოლოო ციფრის დასახელებას მხოლოდ თამაშების დასრულების შემდეგ შევძლებთ", - აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ
12 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ევროპული თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. თამაშებში, რომელიც 12-იდან 28 ივნისამდე გასტანს, 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი გამოვა. ბაქოში საქართველოს 105 წარმომადგენელი, სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული