ბაქო 2015: ლომთაძემ ვერცხლი მოიპოვა, ამინაშვილმა და პეტრიაშვილმა ბრინჯაო

AutoSharing Option
18 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ელიზბარ ოდიკაძის შემდეგ ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61) გახდა, ჯუმბერ ყველაშვილის (74) მსგავსად კი ბრინჯაოს მედლებს ალექსანდრე ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125) დაეუფლნენ.

ამრიგად, ამ ნაკრებმა ბაქოში გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა, სულ კი ქართული დელეგაციის მონაგარი 6 ჯილდოა.

ქუთაისელი ბექა ლომთაძე ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ ბოგომაევთან 8:13 დამარცხდა. შეხვედრა ქართველმა ფალავანმა კი გახსნა ულამაზესი 4-ქულიანი გდებით, მაგრამ
რუსმა ანალოგიური გდებით მალევე გაქვითა ანგარიში და ინიციატივაც ხელთ იგდო.

ამინაშვილმა დამამშვიდებლის ფინალში უნგრელი იშტვან ვერები ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამინაშვილმა პირველივე შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო - რუმინელმა სტეფან გეორგიტამ თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჩვენებურს ექიმებმა 4 ნაკერი დაადეს და ბევრი სისხლიც დაკარგა... მან მთელი ტურნირი თავშეხვეულმა ჩაატარა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანს გორელ დავით ტლაშაძესაც (70) ჰქონდა, თუმცა აზერბაიჯანელ რუსლან დიბირგაჯიევთან 2:6 დამარცხდა და მეხუთე ადგილზე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ოქროც ვერ ავიღეთ? სამწუხაროა
dsfa
11:46 19-06-2015
0
ამ შედეგისთვის იკლავდით თავს და ვარჯიშების მაგივრად კვერცხებს ისროდით?
koki
10:06 19-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული