ბაქო 2015: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე 25 ივნისს დაწყებულ ძიუდოისტთა ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ამირან პაპინაშვილი (60 კგ-მდე), რომელიც მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ჟეროენ მურენთან იპონით ბოლო წამებზე დამარცხდა.

სანუგეშო ტურნირში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ ევროპის მედალოსან ტობიას ენგლმაიერს ვაზარით სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და პირველ შეხვედრაში ებრაელ არტიომ არშანსკის გაფრთხილებით აჯობა.

ასევე იხილეთ:
ბაქო 2015. ძიუდო: საქართველო ძიუდოისტებისა და ექიმების იმედად
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფსიქოლოგიურად არასოდეს არ არის მზად პაპინა. სულ ასეთ უაზრო შეცდომებით აგებს. უკვე რამდენი წელია. ევროპა რომ მოიგო იმის მერე სულ ასეა ეს ბიჭი. სტაბილურად მეხუთე ან მაქსიმუმ მესამე ადგილოსანი გახდა
0
კურტანიძის ბრალია არა?:)) ტატამზე ... ქალებივით გორაობენ,იგივეა ხალიჩაზე,სად არის ... ნოზაძე?
თაზო
16:50 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული