ბაქო 2015: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე 25 ივნისს დაწყებულ ძიუდოისტთა ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ამირან პაპინაშვილი (60 კგ-მდე), რომელიც მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ჟეროენ მურენთან იპონით ბოლო წამებზე დამარცხდა.

სანუგეშო ტურნირში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ ევროპის მედალოსან ტობიას ენგლმაიერს ვაზარით სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და პირველ შეხვედრაში ებრაელ არტიომ არშანსკის გაფრთხილებით აჯობა.

ასევე იხილეთ:
ბაქო 2015. ძიუდო: საქართველო ძიუდოისტებისა და ექიმების იმედად
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ ამირანმა თითქმის მოგებული შეხვედრა მეოთხედფინალში დასანანი შეცდომის გამო წააგო ის გამოცდილი ძიუდოისტია როგორ მოუვიდა ასეთი შეცდომა წარმოუდგენელია მაგრამ რას ვიზამთ ხდება ასეთიც იმედია ბრიანჯაოს მოიპოვებს შემდეგ კი ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებს
ემზარი
16:34 25-06-2015
0
კურტანიძის ბრალია არა?:)) ტატამზე ... ქალებივით გორაობენ,იგივეა ხალიჩაზე,სად არის ... ნოზაძე?
თაზო
16:50 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული