21:42 26-06-2015
ბაქო 2015. ძიუდო: ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად აშკარად მიკერძოებული მსაჯობისა, ქართველმა ძიუდოისტმა (თითო ვაზარი და ერთი გაფრთხილება რუსს) მაინც მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედალის მოპოვება.
მანამდე მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ბულგარელ ივაილო ივანოვს, ესტონელ ევგენი სალეევს, ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკასა და გერმანელ სვენ მარეშს სუფთად მოუგო.
26 ივნისს ფინალში იჭიდავა ნუგზარ ტატალაშვილმაც (73 კგ.), რომელმაც გადამწყვეტი ბრძოლა ებრაელ საგი მუკისთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.
მაშ ასე, ქართულმა დელეგაციამ უკვე 13 მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზეა.
ბაქოს თამაშებზე 27 ივნისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) გავლენ, 28 ივნისს კი ძიუდოში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლეგენდარული მოჭიდავეა
0
0
მართლა მაგარი კაცია. გიოიცავ ძმაო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული