ბაქო 2015. ძიუდო: დღეს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლიპარტელიანისა და ღვინიაშვილის გზები ნახევარფინალში იკვეთება
დღეს, 27 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა შეჯიბრში მედლების მოპოვებას 90 კკ-მდე და მძიმე წონოსანი ქართველი ძიუდოისტები შეეცდებიან.

ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) გავლენ.

სამწუხაროდ, ქართველების გზები ნაადრევად იკვეთება - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს, მძიმეწონოსნები კი სულაც ერთ ჯგუფში არიან.

ლიპარტელიანი მეორე წრეში უნგრელ გაბორ ვერს დაეჭიდება, ღვინიაშვილი - თურქ ბატუჰან ეფემგილს. ლიპარტელიანთან ჯგუფში
ესპანეთში გადასული ნიკოლოზ შერაზადაშვილი მოხვდა.

მძიმეში ჩვენები თავიდან ისვენებენ, მათი გზები კი მეოთხედფინალში იკვეთება. მეორე წრეში გვარიანად წონადაკლებული ოქრუაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ესპანელ დავიდ ფერნანდესსა და პოლონელ მაციეი სარნაცკის შორის მოგებულს დაეჭიდება; მატიაშვილის მეტოქე კი აზერბაიჯანში გადასული უშანგი კოკაურისა და სლოვენიელი მატიაზ სერაის პაექრობაში გაირკვევა.

ბაქოს თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი 28 ივნისს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა დელეგაციამ ბაქოში 13 მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მატიაშილი და ოქრუაშვილი ერთმანეთს რატო ხვდებიან?
rezo
12:55 27-06-2015
0
ბექა ღვინიაშვილი თუ იჭიდავებს ისე როგორც შეუძლია აუცილებლად მოიგებს ოქროს მისი მომრევი არ მგონია ვინმე იყოს იმედია სხვებიც თავს არ დაზოგავენ და დიდ წარმატებებს მიაღწევენ და გაიხარებენ და ჩვენც გაგვახარებენ
ემზარი
12:24 27-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული