ბაქო 2015: ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი 1/2 ფინალში, ოქრუაშვილი ფინალში

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე მედლის მოპოვების შანსი 27 ივნისს ტატამზე გამოსულ ოთხივე ქართველ ძიუდოისტს აქვს.

90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფანალში ერთმანეთის წინააღმდეგ ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი წარსდგებიან, შესაბამისად, მათგან ერთი ოქროსთვის გააგრძელებს ბრძოლას, მეორე კი - ბრინჯაოსთვის.

უკვე ფინალშია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში თანამემამულე ლევან მატიაშვილს სძლია.

ოქრუაშვილი ფინალში ებრაელ ორ სასონს შეხვდება, მატიაშვილმა კი რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს იპონით სძლია და ბრინჯოს მედლისთვის რუს რენატ საიდოვთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველი
ძიუდოისტების ანგარიშზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკშვილი გახდა (-81), ვიცე-ჩემპიონი - ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ხოლო ამირან პაპინაშვილი (-60) ბრინაჯოს დასჯერდა.

სულ ქართულმა დელეგაციამ ბაქოში 13 მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული