ვიდეო: ვალერი ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის შეხვედრა ნახევარფინალში
27 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს ორი ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
ოქროს მედლისთვის 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი იბრძოლებს, მძიმე წონაში კი - ადამ ოქრუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფანალში ლიპარტელიანმა ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ეს უკანასკნელი ბრინჯაოსთვის საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისს, იმავე ჯარჯი ზვიადაურს შეხვდება.
რაც შეეხება მძიმე წონას, ქართველთა გზები აქ მეოთხედფინალში გადაიკვეთა - ოქრუაშვილმა ლევან მატიაშვილს სძლია, ფინალში კი ებრაელ ორ სასონს შეხვდება. მატიაშვილმა რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს მოუგო, ბრინჯოს მედლისთვის კი რუს რენატ საიდოვთან იჭიდავებს.
ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკშვილი გახდა (-81), ვიცე-ჩემპიონი - ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ხოლო ამირან პაპინაშვილი (-60) ბრინაჯოს დასჯერდა.
სულ ქართულმა დელეგაციამ ბაქოში 13 მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
15:35 27-06-2015
ბაქო 2015. ძიუდო: ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი ფინალში გავიდნენ! [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაუმარჯოს, ბაქოში რამდენიმე წამი რომ იყო დარჩენილი და ნახტომში რომ გაუკეთა ილეთი რომელი იყო გახსოვთ?
0
0
იმედია ორი ოქრო მოგვემატება და უკეთესობისკენ შემობრუნდება საქართველოს სპორტსმენდა გამოსვლა ამაში ლომის წილი მოდის უზნაძესა და მის ოქროს ბიჭებზე
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული