18:38 27-06-2015
ბაქო 2015. ძიუდო: ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა ტურნირის ფინალში ლიპარტელიანი რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი ერთადერთი ძიუდოისტია ევროპაში, რომელსაც კონტინენტის ბოლო 7 ჩემპიონატზე ამდენივე მედალი აქვს მოპოვებული. მის ანგარიშზე ევროპული 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისთან, იმავე ჯარჯი ზვიადაურთან დამარცხდა.
დღესვე ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი, ხოლო მასთან მეოთხედფინალში დამარცხებული ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული 14 მედალია - ერთი ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
რა ემართება გადამწყვეტ მატჩებში?
ფსიქოლოგიაზეა სამუშაო
მაგრად გული დამწყდა რომ ვერ მოიგო(
ჭრიკიშვილი ბრავო..
აი რას ნიშნავს გამარჯვებულის მენტალიტეტი
ველოდებით ავთოსგან ოლიმპიურ ოქროს