საქართველოს დელეგაციამ ბაქოს ევროპული თამაშები 21-ე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ბაქოს I ევროპულ თამაშები დასრულდა, ყველა მედალი გათამაშდა.

ქართულმა დელეგაციამ საერთო ჯამში 16 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

საბოლოო ჯამში, საქართველომ ქვეყნების ჩამონათვალში 21-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ორი ოქრო ჩვენ ქვეყანას ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა მოუტანეს.

მედლების უბრალო ჩამონათვალით, საქართველო 16 მედლით მე-14 ადგილს იკავებს.

ბაქოს ევროპული თამაშები უდიდესი უპირატესობით რუსულმა დელეგაციამ მოიგო, რომლის ანგარიშზე 164 მედალია (79 ოქრო, 40 ვერცხლი, 45 ბრინჯაო).

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი: 56 მედალი (21 ოქრო, 15 ვერცხლი, 20
ბრინჯაო). მესამეზე დიდი ბრიტანეთი გავიდა - 47 მედალი (18 ოქრო, 10 ვერცხლი, 19 ბრინჯაო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული