როგორ დახვდნენ თბილისის აეროპორტში ბაქოში გამარჯვებულ ძიუდოისტებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე ხუთი მედალი მოიპოვა, დღეს სამშობლოში დაბრუნდა.


ოქროს მედალი მოიპოვეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა, ვერცხლის მედლები - ვალერი ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილმა. ჯამში, ქართველი ძიუდოისტები ევროპის გუნდური ასპარეზობის ვერცხლისპრიზიორები გახდნენ.

ხუთივე სპორტსმენი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრია. საქართველოში დაბრუნებულ მედალოსან ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე დახვდნენ და სპორტსმენებს გამარჯვება
მიულოცეს.

მომზადებულია police.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუგზარ ტატალაშვილი არ არის,ჟურნალისტო ეს ავთანდილ ჭრიკიშვილია ... ვულოცავ ბიჭებს
akaljfg
15:03 29-06-2015
0
აბა ოქრუაშვილი ააგდეთ კარგად თუ მაგრები ხართ :-))
ვულოცავ ბიჭებს!
ლაზო
17:04 29-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული