კობიაშვილის განცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღირსეულად ჩასატარებლად მისი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ განუცხადა.
"მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიოა, გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი.
ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით