ლევან კობიაშვილი: ძალიან საპატიოა, გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი

AutoSharing Option
დღეს, 20 ივლისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

კობიაშვილის განცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღირსეულად ჩასატარებლად მისი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ განუცხადა.

"მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიოა, გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი.

ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული