თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ის დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს.

წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ.
იხილეთ ვიდეოები
ირმა ნიორაძემ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე მედეა განასახიერა
Sportall.Ge
ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე
Sportall.Ge
"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე

Sportall.Ge

დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით
Sportall.Ge
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა
კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, გელა კეტაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა.

საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.

ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან კარგი პერფორმანსების კრებული იყო, ნებისმიერი მასშტაბის ტურნირს რომ დაამშვენებდა. ბაქოს ოლიმპიადის გახსნა მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიური უზრუნველყოფისა, ახლოსაც ვერ მოვიდოდა შინაარსით ამისგან. ნიჭიერები ვართ ქართველები, განსაკუთრებულად ნიჭიერები!!!
irakli apkhaidze
13:01 27-07-2015
0
ან სხვა გახსნებს არ უყურებთ, ან ამ ბოლო დროს აზერბაიჯანში რა დონის გახსნა იყო ეს ვერ ნახეთ, რა იყო ეს ტო :((( ძალიან ცუდი ორგანიზებული სუხიშვილების კონცერტი !!!
dave
12:53 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული