თბილისი 2015. ცურვა: საქართველოს ნაკრები 4X100 მ ესტაფეტაში ფინალს მიღმა დარჩა

AutoSharing Option
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, 4X100 მ ესტაფეტაში თავისუფალი ყაიდით გოგონებს შორის ცურვაში საქართველოს ნაკრებმა მე-18 ადგილი დაიკავა და ფინალს მიღმა დარჩა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი რუსმა მოცურავეებმა აჩვენეს და უახლოეს მეტოქეს, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ დიდი უპირატესობით, სამი წამით მოუგეს. თურქთა ოთხეულს მეორე ადგილი დეფნე კურტმა მოუტანა, რომელმაც ბოლო 100 მეტრზე დაძაბულ ბრძოლაში გერმანელ ლაურა რორბახს სძლია.

8 საუკეთესო გუნდს შორის, რუსების, თურქების და გერმანელების გარდა, ადგილები ესპანელებმა, სლოვენიელებმა, ჰოლანდიელებმა, ბელგიელებმა და ბრიტანელებმა მოიპოვეს.

მედლები 4X100მ ესტაფეტაში თავისუფალი ყაიდით გოგონებს შორის ცურვაში
17:00 საათიდან გათამაშდება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად,მაგრამ ,, ბოლოდან უკანასკნელი,, რას ნიშნავს???
თაზო
10:57 30-07-2015
0
მოკლედ სირცხვილია. ქარტველები ამ სპორტის სახეობაში ბოლოდან უკანასკნელია. იქნებ როგორმე დავაინტერესოტ მოზარდები და უპასო ან იაპპასიანი ცურვისს კურსები შეიქმნასს ტბილისში ,დუშეტში,კუტაისში, ყვარელში,რუსტავში,ბაუმში? ქარტველების და საქაარტველოს მპოქალაქეტა 99 პროცენტმა ცურვა არ ვიციტ და მედლებზე უნდა ვილაპარაკოტ სირცხვილიაა.
tamari
08:55 30-07-2015
0

სიახლეები პოპულარული