თამაში საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი უპირატესობით დაიწყო, თურქებმა პირველი ნახევრის დასასრულისთვის სხვაობის 5 ქულამდე შემცირება
მოახერხეს, თუმცა ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა უპირატესობა მეორე ნახევევაშიც შეინარჩუნეს და საბოლოოდ მატჩი 39-ქულიანი სხვაობით დაასრულეს. ქართველების გამრჩეული ლიდერი გიორგი ბითაძე იყო რომელმაც დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში და 13 მოხსნითა და 13 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა.
13 ქულის ჩაგდება მოახერხა ნიკოლოზ ჩეჩელავილმაც. თურქეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 15 ქულით, ადემ ბაირაკი იყო ხოლო
ეს A ჯგუფის პირველი თამაში იყო, საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 28 ივლისს, ბოსნია ჰერცოგოვინასთან გამართავს.
"28-ში ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვეთამაშებით, შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამავე დროს ძალები ლატვიასთან თამაშისთვისაც შემოვინახოთ," - განაცხადა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.
თურქეთის ეროვნული გუნდი 28 ივლისს ლატვიის საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.
წყარო: tbilisi2015.com