თბილისი 2015: ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში პოლონელი ანა დაბროვსკა ლამაზი გდებით იპონზე დააგდო.

ეს 30 ივლისს, ქართველი ძიუდოისტი გოგონების მიერ მოპოვებული მეორე ოქროა - მანამდე ჩემპიონობა მზია ბებოშვილმა იზეიმა. მთლიანობაში კი, საქართველოს ანგარიშზე ფესტივალზე მოპოვებული 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.

ფინალურ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა ჩეხი ვერა ზემანოვა, მაკედონიელი ამრა ფაიზულა, რუსი დანნა ნეგუჩევა და ფინელი ემილია კანერვა დაამარცხა.

"მიხარია, რომ მედალი სწორედ თბილისში მოვიგე. ძალიან
დიდი მადლობა მაყურებელს, რომ არა ისინი, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი", - განაცხადა ლიპარტელიანმა

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარეთ!დიდი,დიდი მადლობა!
gela
31 ივლისი 2015 11:48
0
იბრძოლა, იბრძოლა კარგად, ქართულად.... შენ გაიხარე.........
;;;;;;;;;;;;;
31 ივლისი 2015 10:55
0
გილოცავთ გოგონებო
Unknown
31 ივლისი 2015 10:18
0
ყოჩაღ გოგოებო თქვენი სადღეგრძელო ფიალით დავლიე
გია ლაბაძე
31 ივლისი 2015 09:17
0
ყოჩაღ გოგოებო თქვენი სადღეგრძელო ფიალით დავლიე
გიორგი ლაბაძე
31 ივლისი 2015 09:15
0
მესამე ლიპარტელიანი, მესამე ოქრო. ეს რა გოგონები გვყოლია!
*^
31 ივლისი 2015 08:57
0
როცა საქართველოს უჭირდა ქართველ მამაკაცებს გვერდში უდგებოდნენ ქართველი ქალები და იბრძოდნენ მათ მხარდამხარ,რისი მაგალითიცაა მაია წყნეთელი და დღეს ჩვენმა გოგონებმაც იგივე გააკეთეს .აიღეს თავისთავზე და თავდაუზოგავ ბრძოლაში გაიმარჯვეს!სულ გამარჯვებებით გევლოთ ნატალია,მზია და ეთერ გილოცავთ ამ წარმატებას!მე ამაყი ვარ თქვენით!
zviadi
30 ივლისი 2015 19:46
0
ბრავოო გოგონებს, ბრავო ლიპარტელიანს! წარმატებებიი!!
Georgiano
30 ივლისი 2015 19:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული