ეს არჩევანი 31 ივლისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე გაკეთდა და ამრიგად, ჩინეთის დედაქალაქი პირველია, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის შემდეგ, ზამთრის თამაშებსაც მიიღებს.
პეკინს მასპინძლობის უფლების მოპოვებაში ყაზახეთის ალმათი ეცილებოდა. საბოლოოდ ყველაფერი 4-მა ხმამ გადაწყვიტა (44 ხმა 40-ის წინააღმდეგ).
საგულისხმოა, რომ ხმისმიცემის დროს მწყობრიდან გამოვიდა ახალი ელექტრონული სისტემა და აღმასკომის წევრებს არჩევანის გაკეთება საბოლოოდ არა პლანშეტური კომპიუტერებით, არამედ ბიულეტენებით მოუხდათ.
2022-ს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ბრძოლას ნაადრევად სხვადასხვა მიზეზით ჩამოშორდნენ ნორვებიული
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზამთრის თამაშებს სამხრეთკორეული პიონგჩანგი უმასპინძლებს.