"დილა მაგრად დაიწყო. ჯერ ხომ მოსკოვის პროსპექტიდან ამხელა გზაზე დიღომში დავდივარ გაყინულ დარბაზში იმიტომ, რომ გათბობა არ გვაქვს და დღეს კი დარბაზიც დაკეტილი დამხვდა. ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვე დარჩა, რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე კი - 6. მაგარი მომზადება მიმდინარეობს", - წერს ლუბა.
აღსანიშნავია, რომ დიღმის ტანვარჯიშის დარბაზში გათბობა უკვე
Sportall.ge ლუბას დაუკავშირდა და მზადების პრობლემებზე ესაუბრა.
"დარბაზში ძალიან ცივა და ვარჯიში შეუძლებელია. სულ გვპირდებოდნენ, რომ შეპირებულს შეასრულებდნენ, გათბობას ორშაბათს ჩართავდნენ და ზუსტად მაგ იმედით დავდიოდი ყოველდღე დარბაზში, მაგრამ ვერაფრით დადგა ეგ ორშაბათი.
იმდენი თანხაც არ გვაქვს, სამწუხაროდ, რომ მთელი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, შეკრებაზე ახლაც გავიდეთ და მერეც, შეჯიბრების წინაც. წინა წელს, საერთოდ, შეკრებაზე ჩემი ხარჯებით წავედი.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის ვცდილობ ქართველი გულშემატკივრის გახარებას და ჩემი ქვეყნის სახელის წარმატებულად გატანას. თავს არც ამჯერად დავზოგავ. განსაკუთრებული პირობები არასდროს გვქონია, მაგრამ შედეგი ყოველთვის გვქონდა. ახლაც, დახმარებით თუ ჩემი სახსრებით, ყველანაირად ვეცდები, მივაღწიო იმას, რისთვისაც 3 წლის ასაკიდან ვიბრძვი.
სამწუხაროა და გული მწყდება, რომ დღესდღეობით ასეთ პირობებში მიწევს მომზადება", - გვითხრა გოლოვინამ.
შეგახსენებთ, აპრილში გოლოვინას ევროპის ჩემპიონატი ელის, აგვისტოდან კი ძალებს უკვე მესამედ, ოლიმპიურ თამაშებზე მოსინჯავს.