უსაინ ბოლტისთვის რიოს ოლიმპიადა ბოლო იქნება

AutoSharing Option
22 მარტს იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. აქამდე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებდა კარიერას, მაგრამ გეგმები შეიცვალა.

"რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. გამიჭირდება მოტივაციის შენარჩუნება კიდევ ოთხი წელი, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ რიოში ყველაფერს შევასრულებ, რაც დაგეგმილი მაქვს.

ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა - ისევ მოვიგო სამი ოქრო. გარდა ამისა, მინდა 200 მეტრი 19 წამზე ნაკლებ დროში გავირბინო. ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა ამის გაკეთება", - თქვა ბოლტმა.

29 წლის
იამაიკელის რეკორდი 200 მეტრზე 19.19 წამს უდრის. ბოლტი ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული