ოლიმპიზმი: ოჯახის ღირსების აღდგენის დროა

AutoSharing Option
ბელგიელმა ტაეკვანდოისტმა მურად ლააკრაუიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში 6:3 მოუგო ხესუს ტორტოსს და ოქროს მედალი მოიპოვა. ამ წარმატებამ 21 წლის ბელგიელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოუტანა.

მურადის უფროსი ძმა - ნაჯიმ ლააკრაუი ერთ-ერთი იყო იმ ორი თვითმკვლელი ტერორისტიდან, რომლებმაც 2016 წლის 22 მარტს, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოაწყო. იმ დილით, ბელგიის დედაქალაქში ტერორისტთა შეტევებისგან 32 ადამიანი დაიღუპა და 300-მა დაზიანებები მიიღო.

მაშინდელი მოვლენების შემდეგ, მურადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ოჯახს უფროსი ძმისგან ცნობები სამი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული