ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორის ძმა ევროპის ჩემპიონი გახდა და რიოს ოლიმპიადაზე გამოვა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ მონტროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვანდოში, 54 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ბელგიელმა მურად ლააკრაუიმ მოიპოვა, რომელიც ნაჯიმ ლააკრაუის უმცროსი ძმაა - ტერორისტის, რომელიც ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ნაჯიმი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქის აეროპორტში ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

რაც შეეხება 21 წლის მურადს, მან ფინალურ შეხვედრაში ხესუს ტორტოსი ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ წარმატებამ მას რიო დე ჟანეიროს 2016
წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მისცა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოდის მურადას ტერაქტების მოსაწყობათ აგზავნიან.
vaxo
09:58 22-05-2016
0
ძაან მაგარო ლიბერალურო ... ევროპავ, თქვენ .... იქნებ თვალი აგეხილოს გახდილი დედიკოს დანახვისას.
ზაზა
15:17 21-05-2016
0

სიახლეები პოპულარული