შტატ რიო დე ჟანეიროს ხელისუფლება ოლიმპიადის ორგანიზებისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს შტატის ხელისუფლება აღიარებს, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და საელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს, რათა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულოს. შტატის გუბერნატორი ყველაფერს მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნას აბრალებს.

ამის შესახებ Reuters იუწყება.

რიო დე ჟანეიროს უკვე ესტუმრა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერი, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშებდან დაკავშირებული ყველა ვალდებულება შესრულებული იქნება.

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული