- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეთანხმება რიჩარდ მაკლარენს გამოძიების გაგრძელების აუცილებლობაში. კომიტეტში ხაზი გაუსვეს იმას, რომ საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ ანგარიში და მიიღონ შესაბამისი ზომები.
- ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო დისციპლინარული გამოძიება რუსეთის სპორტის სამინისტროს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოლიმპიური ქარტიისა და ანტისადოპინგო კოდექსის დარღვევაში. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია
- სპორტის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში, არ მიიღებენ რიოს ოლიმპიადის აკრედიტაციას.
- საერთაშორისო ოლიმპიურმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა წინადადებას - გაუქმდეს დოპინგთან მიმართებაში რუსი სპორტსმენების უდანაშაულობის პრეზუმპცია. ასე რომ, საერთაშორისო ტურნირებში თითოეული რუსული სპორტსმენის მონაწილეობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ფედერაციების მიერ სპორტსმენების ანტისადოპინგო ისტორიის ანალიზის შემდეგ.
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თხოვს ზამთრის სახეობების ფედერაციებს, შეაჩერონ რუსეთში დაგეგმილი ყველა მსხვილი ტურნირისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატები, მსოფლიოს თასის ეტაპები) მზადება და აქტიურად დაიწყოს სხვა ორგანიზატორების ძიება.
ასე რომ, დიდი ალბათობით, 2016-17 წლების სეზონში, რუსეთს ჩამოართმევენ შემდეგი ტურნირების მასპინძლობის უფლებას:
1. მსოფლიოს ჩემპიონატის ბობსლეისა და სკელეტონში (სოჭი);
2. მსოფლიოს თასის ფინალი ბიატლონში (ტიუმენი);
3. გრანპრის ეტაპი ფიგურულ სრიალში (მოსკოვი);
4. მსოფლიოს თასის ფინალი ციგურებით რბენაში (ჩელიაბინსკი);
5. მსოფლიოს თასის ეტაპი ტრამპლინიდან ხტომაში (ნიჟნი ტაგილი).
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჩაატარებს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზას და სრულ გამოძიებას ყველა რუს სპორტსმენზე, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე გამოდიოდა. იგივე ეხება მათ მწვრთნელებს, ოფიციალურ პირებსა და მომსახურე პერსონალს. ამ მიზნით, შეიქმნება სპეციალური სადისციპლინო კომისია დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის ანგარიშიდან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი მიიღებს შესაბამის ზომებს.
- რაც შეეხება მთავარ საკითხს: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადადო გადაწყვეტილების მიღება რუსი სპორტსმენების რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაშვებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რომელმაც გუშინ იმსჯელა რუსი მძლეოსნების რიოში გაშვების საკითხზე.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება 21 ივლისს უნდა გაახმოვანოს და ამის შემდეგ, დაველოდებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას.
სავარაუდოდ, უახლოეს უქმეებამდე უნდა მოვიცადოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"