ქართველ სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე I, II და III ადგილებისთვის პრემიები დაუწესეს

AutoSharing Option
21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სხვასთან ერთად, ცნობილი გახდა, როგორ ფულად პრემიებს მიიღებენ ქართველი სპორტსმენები რიოში წარმატების შემთხვევაში.

ჟურნალისტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე, საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზავრებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

- ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ოფიციალური
პრესკონფერენცია გაიმართა


მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, ქართველი სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით, სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული სახელმწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: I ადგილი - 170. 000 ლარი, მე-2 ადგილი - 102. 000 ლარი, მე-3 ადგილი - 68. 000 ლარი.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაასრულეთ...ებქ დიდება, დაივიწყეთ ის .... სპორტცმენებს კი მეტი დაფასება უნდათ, .
sos
22 ივლისი 2016 10:39
0
რაეებს ლაპარაკობთ სააკაშვილის დროს 1 ადგილიზე მილიონ ორსიათასი გადაიხადა და მეორეზე 25000 მისცეს მესამეს 20000 რეებს იგონებთ მშვენიერ თანხებს აძლევენ არცერთ ქვეყანა არ უხდის მეტს
cokaaa
21 ივლისი 2016 23:27
0
არც ერთი მოკრივე არ მონაწილეობს საქართველოს სახელით !!!
საგანგაშოა !!! პირველად ხდება რომ ოლიმპიურ თამაშებში მოკრივე არ მიდის !
vaxo
21 ივლისი 2016 20:48
0
მიშამ მილიონი მისცა გამარჯვებულებს ნახევარი მეორე ადგილს მეუთხედი მესამე ადგილს,რატომ? იმიტომ რომ საქართველო ყველაფერს ურჩევნია.ამ ნაძირალებმს კი მარტო თავისიანები უყვართ და ბიუჯეტის ნახევარს პრემიებად იღებენ
სამარცხვინო ერი
21 ივლისი 2016 20:09
0
მე მთავრობას ვთხოვ(ბიძინას), პირველ ადგილზე გასულს მიეცი 1000000ლარი, მეორეზე გასულს 700000ლარი, მესამეზე გასულს 500000ლარი, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
გელა პატიეშვილი
21 ივლისი 2016 19:44
0
რთი ამდენის დამატება არ შეიძლებოდა? ამ ჯილდოს ისეთ დატვირთვაა აქვს, ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი მეტს იმსახურებს. სულ ცოტა, ორჯერ მეტს! ად აუცილებლად - მწვრთნელებიც!
ც ო ტ ა ა ! მწვრთნელები?
21 ივლისი 2016 18:31
0
Magari ....xart federaciashi sircxvilia magra gaanawilet fuli
Merabia
21 ივლისი 2016 18:31
0
ერთი მილიონი მაინც გადაუხადეთ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სათითაოდ. რა სიძუნწეა სახემწიფოს მხრიდან. ფეხბურთს აფინანსებ სახემწიფო და შედეგი 0000000000000. დააფასეთ სპორცმენების შრომა და თავდადება.
jorj
21 ივლისი 2016 18:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული