ქართველ სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე I, II და III ადგილებისთვის პრემიები დაუწესეს

AutoSharing Option
21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სხვასთან ერთად, ცნობილი გახდა, როგორ ფულად პრემიებს მიიღებენ ქართველი სპორტსმენები რიოში წარმატების შემთხვევაში.

ჟურნალისტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე, საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზავრებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

- ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ოფიციალური
პრესკონფერენცია გაიმართა


მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, ქართველი სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით, სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული სახელმწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: I ადგილი - 170. 000 ლარი, მე-2 ადგილი - 102. 000 ლარი, მე-3 ადგილი - 68. 000 ლარი.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი მილიონი მაინც გადაუხადეთ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სათითაოდ. რა სიძუნწეა სახემწიფოს მხრიდან. ფეხბურთს აფინანსებ სახემწიფო და შედეგი 0000000000000. დააფასეთ სპორცმენების შრომა და თავდადება.
jorj
18:25 21-07-2016
0
Magari ....xart federaciashi sircxvilia magra gaanawilet fuli
Merabia
18:31 21-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული