რიო 2016. კალათბურთი: "დრიმ თიმი" ლაინერზე იცხოვრებს

AutoSharing Option
რიოს თამაშების ოლიმპიურ სოფელში არსებულ რთულ საცხოვრებელ პირობებზე უკვე დავწერეთ, მაგრამ ეს არ ეხება 2016 წლის ოლიმპიადის ყველაზე "მდიდრულ" გუნდს - აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებს.

როდესაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები რიოში ჩავლენ, ისინი დარეგისტრირდებიან მდიდრულ ლაინერში, რომელიც რიოს პორტთან იგება მთელი ოლიმპიადის განმავლობაში.

ლაინერზეა ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, კაზინო, ოთხი ელიტური რესტორანი. აქ ლუქსის ფასი ერთ დღე-ღამეში 10 ათასი ფუნტი სტერლინგია.

"ჩვენ ოლიმპიურ სოფელში არ გავჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ იქ არ არის საუკეთესო პირობები მომზადებისთვის. თან კალათბურთელებს გრძელი სეზონი ჰქონდათ და ოჯახთან
ერთად სურთ დროის დატარება", - განაცხადა აშშ-ის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კრეიგ მილერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული