USA Today-ს პროგნოზი: საქართველო ოლიმპიადაზე 5 მედალს აიღებს

AutoSharing Option
ამერიკულმა გაზეთმა USA Today-მ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სახეობაში სავარაუდო მედალოსნების სია ჩამოწერა.

მაშ ასე, ამერიკული გაზეთის ვერსიით, საქართველოს ოლიმპიელები სულ 5 მედალს მოიპოვებენ.

ძიუდოში, 81 კგ. წონით კატეგორიაში ამერიკელები ავთანდილ ჭრიკიშვილს ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში მათ ვალერი ლიპარტელიანისთვის ბრინჯაოს მედალი გაიმეტეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში ამერიკელთა აზრით, ფინალში დამარცხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მას 57 კგ წონით კატეგორიაში ირანელი ჰასან რაჰიმი მოუგებს.

დანარჩენი ორი მედალიც "თავისუფლების" "ანგარიშზეა" - 97 კგ-ში ბრინჯაოს ელიზბარ ოდიკაძე
მიიღებს, 15-ში კი - გენო პეტრიაშვილი.

მაშ ასე USA Today 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს იმეტებს ქართველებისთვის. შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზე ლონდონში, ქართულმა დელეგაციამ 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი-ბრინჯაო მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
სიცხე აქვთ აშკარად.
geronti
18:04 31-07-2016
0
ეგ თქვენი გაქნილი ""ბოზი მამაშა" ამერიკა პოლიტიკურად და სტრატეგიულადაც ეგრე გვიყურებს იმიტომაც ვართ სამი ათეული წელი ამ დღეში. მთელი მსოფლიოს ათლეტების ნახევარი ოლიმპიადას ჩამოაშორეს და ამერიკელები რომლებიც დოპინგის მამასახლისები არიან ფეხი ფეხზე გადადებული ზიან და მსოფლიოს დასცინიან. მაგალითად "ტურ დე ფრანსის "თუ არ ვცდები შვიდჯერ "მომგები"აფერისტი გრეგ ლემონდიც გამოდგება, რომელიც თაღლითურად კიბოს მიზეზით მოიგო ამდენჯერ ყველაზე პრესტიჟული ველოტური. არადა ყველამ კარგად იცოდა რომ არანაირი კიბო მას არ ჰქონდა და უბრალოდ აკრძალულ პრეპარატებს ანუ დოპინგს იღებდა და არხეინადაც იჯიბავდა საპრიზოებსაც და დიდებასაც.
........
18:12 31-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული