რიო 2016: ბახის წვალება და ხანძარი ოლიმპიურ სოფელში

AutoSharing Option
უცნაური ამბები ხდება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში. ადრე ვწერდით იმის შესახებ, რომ ბევრმა სპორტსმენმა დაიჩივლა ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო. მცირე პრობლემა თვით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას ბახსაც შეექმნა. მან ვერ შეძლო პირველი ცდიდან საკუთარი ნომრის კარის გაღება.

"ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბახი გაჭირვებით ცდილობს ოლიმპიურ სოფელში საკუთარი ნომრის გაღებას. ამის შემდეგ, მან მეორე გასაღები მოითხოვა. კარგი სტარტია", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" Time-ის ჟურნალისტმა იან ბრემერმა.

უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩდა ავსტრალიის ნაკრები. მათ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, ავსტრალიური დელეგაციის არც ერთი
წარმომადგენელი არ დაზარალებულა.

"ყველა სპორტსმენი ევაკუირებული იყო და ახლა, ისინი შენობაში ბრუნდებიან", - გვამცნო ავსტრალიის ნაკრების "ტვიტერმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული