რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა

AutoSharing Option
რიოს თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველმა ოლიმპიელებმა დოპინგკონტროლი გაიარეს. მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მართალია, ჩვენები მეორე სინჯის პასუხს ელოდებიან, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს, რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.

რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული