რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 6 აგვისტოს

AutoSharing Option
თბილისის დროით 6 აგვისტოს შუა ღამისას, რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა ასპარეზობამ არაოფიციალურად სტარტი მანამდე აიღო. თამაშებში 5 აგვისტოს ჩაება ქართველ მშვილდოსან ქალთა სამეული, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და პლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

- რიო 2016. მშვილდოსნობა: ქართველი ქალები პლეი ოფში გავიდნენ

6 აგვისტო ორმაგად დატვირთული დღეა ჩვენი ოლიმპიელებისთვის. დღეს ჩვენი მშვილდოსნები ისვენებენ, რადგან ოლიმპიადაზე ვაჟთა გუნდური ტურნირის პლეი ოფი ჩატარდება, სამაგიეროდ, საქმეში ჩაებმებიან ძიუდოისტები
და ტყვიის მსროლელები.

ძიუდოში ჩვენგან 60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს (ძიუდოში შეჯიბრებები თბილისის დროით 17 საათზე იწყება).

სროლაში კი ვაჟები პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოვლენ. ჩვენგან ცეცხლის ხაზზე ოლიმპიადის დებიუტანტი და ქართველთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი, 19 წლის ცოტნე მაჭავარიანი დადგება. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, ფინალი - ნახევარი საათის შემდეგ.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუყწებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

- რიო 2016: 6 აგვისტოს სრული ანონსი
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ თუ შეძლებთ ჩვენებას ლაივში? არ ვიმყოფები საქართველოში და პირველ არხს ვერ ჩავრთავ.. თუ შეძლებთ მადლობლები დაგღჩებით ავღანეთიდან
0
My video.ge-ze shegidzlia pirveli arxi charto.
0

სიახლეები პოპულარული