რიო 2016: ცოტნე მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდა

AutoSharing Option
ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა 29-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში და ფინალში ვერ მოხვდა - 574 ქულა.

არადა, თავისი პირადი რეკორდი - 580 ქულა რომ დაეგროვებინა, ვინძლო, მედლისთვისაც გაეგრძელებინა ბრძოლა, რადგან ფინალში გამსვლელი შედეგი სწორედ ეს მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ცალკეულ სერიებში მაჭავარიანმა ასეთი შედეგი აჩვენა: 96, 97, 95, 97, 95 და 94 ქულა.

შესარჩევი ეტაპი ჩინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვეი პანმა მოიგო მშვენიერი შედეგით - 590 ქულა. მეორეზე კორეელთა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი,
ორგზის ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯონგო ჯინია 584-ით, მესამეზე კი 582-იანი სლოვაკი ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი იურაი ტუზინსკია.

ფინალის საგზური ასევე მოიპოვეს ვიეტნამელმა ვინ ხუან ჰოანმა, იტალიელმა ევროპის ჩემპიონმა ჯუზეპე ჯორდანომ, ინდოელმა ჯიტუ რაიმ, ბრაზილიელმა ფელიპე ალმეიდა ვუმ და რუსმა ვლადიმირ გონჩაროვმა.

ხვალ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ცოტნე მაჭავარიანის დედა და ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის რეკორდსმენი, მერვე თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული