
ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა რიო დე ჟანეიროში დამაჯერებლად ვერ იასპარეზა - პირველი სერია 96 ქულით დაასრულა, მაგრამ მერე კიდევ უფრო მოუკლო და მომდევნო ორში 93-93 დააგროვა. ბოლო სერიაში ოდნავ უკეთესი შედეგი - 95 ქულა კი ჰქონდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა და სალუქვაძეც გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი სპორტულ სროლაში 9 და 10 აგვისტოს იასპარაზებენ.