რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 9 აგვისტოს

AutoSharing Option
9 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ქართველები სპორტის სამ სახეობაში გამოვლენ.

ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან ისვრის. შეგახსენებთ, რომ პნევმატური პისტოლეტის შეჯიბრებაში სალუქვაძე ფინალში ვერ გავიდა.

- რიო 2016: ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ გავიდა

16:00 - 18:30 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
17:00 - 21:00 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
22:30 - 23:50 სპორტული პისტოლეტი. ფინალი

ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოვა. ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს განუთესავთაგან ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე ერგო - კუბელი ივან
ფელიპე სილვა მორალესი. ჩვენებური რეიტინგის ლიდერია და კუნძულელთანაც უპირობო ფავორიტია. ამ წონაში თუ ვინმეს არ გაუმართლა, ეს მორალესია, მაგრამ შეიძლებოდა, ჩვენებურს მასზე უფრო სუსტი შეხვედროდა და უფრო უკეთესი "მოთელვა" გამოუვიდოდა, ახლა კი საკმაოდ დატვირთული პაექრობა ექნება.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი

ცურვაში, კერძოდ კი, 200 მ ბრასში ირაკლი რევიშვილი ცდის ძალებს.

20:48 - 21:15 200 მ. ბრასი - კვალიფიკაცია

მშვილდოსნობაში ხათუნა ნარიმანძიე ინდივიაუდლურ პირველობაში 1/32-ფინალში უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას შეხვდება.

9 აგვისტო, სამშაბათი
16:00 - 19:55 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
16:00 - 19:55 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 00:40 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 00:40 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)

- რიო 2016: 9 აგვისტოს სრული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გაახურეს საქმე ყოველ წამს რეკლამას უშვებენი ესენი ხო არ გაგიჟდნენ? რა საზ მაუწყებელი ტოტალიზატორად არის გადაქცეული არხი.
LEVANI
17:32 09-08-2016
0
საზმაუ როგორც ყოველთვის ქრება უცხოეთში. ინტერნეტში ვერასდ ვიპოვნე რამე.. ვინმემე დაგვლინკეთ :)
რეზო
17:08 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული